ვენერა შესაძლოა ნამდვილად ტოქსიკური პლანეტა იყოს, მაგრამ ახალი მტკიცებულებების თანახმად, მას შესაძლოა უფრო მეტი საერთო ჰქონდეს დედამიწასთან, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.
მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ ვენერას ქერქს შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთზე მოხახუნე ტექტონიკური ფილები. ეს არ ჰგავს დედამიწის ფირფიტების ტექტონიკას, მაგრამ აღმოჩენის თანახმად, პლანეტის ქერქი არ არის უწყვეტი ლითოსფერო და მის ქვეშ მიმდინარეობს კონვექციური მოძრაობები.
დედამიწა ბევრი მიზეზის გამო არის უნიკალური, ერთ-ერთი არის ფილების ტექტონიკა. მსგავსი ტიპის ქმედებები არ აღინიშნება მარსზე, მერკურზე და მთვარეზე და არც ვენერაზე. დედამიწამ და ვენერამ მსგავსი ევოლუციური გზა გაიარა, თუმცა, მათი მსგავსება ჯერ მაინც გაურკვეველი რჩევა. ამის გაგების შემდეგ კი გვეცოდინება, თუ რატომ იქცა დედამიწა სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პლანეტად და ვენერა არა.
აღმოჩენა მაშინ გაკეთდა, როდესაც მეცნიერები ვენერას ზედაპირის რუკას ადგენდნენ და ნასას მაგელანის ზონდის 1990-იანი წლების რადარის სურათებს იყენებდნენ. მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ ვენერა შეიძლება ვულკანურად აქტიური იყოს. ეს კი შეიძლება დაგვეხმაროს დედამიწის ადრეული ტექტონიკის თავისებურებების დადგენაში. დედამიწის სიღრმიდან მომდინარე სიცხის ნაკადი ამჟამინდელზე სამჯერ დიდი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, მისი ლითოსფერო შეიძლება ისეთივე იყო, როგორიც დღეს ვენერაზეა.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“