close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა 10 დღის განმავლობაში შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავების იშვიათი შეჯახება ორჯერ დააფიქსირეს

მეცნიერებმა 10 დღის განმავლობაში შავ ხვრელსა და ნეიტრონულ ვარსკვლავს შორის 2 შეჯახება დააფიქსირეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პირველი შეჯახება 2020 წლის 5 იანვარს დაფიქსირდა. შავი ხვრელი, რომლის მასაც ჩვენი მზის მასაზე 6-ჯერ დიდია, შეეჯახა ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს ვარსკვლავზე 1,5-ჯერ მასიურია. მეორე შეჯახება კი 10 დღის შემდეგ მოხდა. ამ შემთხვევაში შავი ხვრელის მასა მზის მასაზე 10-ჯერ, ვარსკვლავისა კი 2-ჯერ დიდი იყო.

შავი ხვრელები ძლიერი გრავიტაციის მქონე ობიექტებია, რომელსაც სინათლეც ვერ აღწევს თავს. ნეიტრონული კი მკვდარ ვარსკვლავს ეწოდება, რომელსაც დიდი სიმკვრივე ახასიათებს. ნეიტრონული ვარსკვლავის ნივთიერების ერთი ჩაის კოვზის წონა შესაძლოა 4 მილიარდ ტონას აღწევდეს.

ასეთი ობიექტების შეჯახება სივრცეში გრავიტაციულ ტალღებს ქმნის. სწორედ ეს ტალღები დააფიქსირეს ასტრონომებმა.

აქამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ შავი ხვრელები მხოლოდ შავ ხვრელებს ეჯახებოდნენ, ნეიტრონული ვარსკვლავები კი ნეიტრონულ ვარსკვლავებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასტრონომებმა შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახება დააფიქსირეს. ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ეს ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ფორმირების ალტერნატიულ თეორიებს ამაგრებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0