მომავალი წლიდან აშშ-ს სამხედრო ძალების სპეციალური ოპერაციების სამსახური (SOCOM) ექსპერიმენტული აბის შემოწმებას დაიწყებს, რომელიც, მათი თქმით, ჯარისკაცებში დაბერების ეფექტს შეაყოვნებს.
როგორც Breaking Defense იუწყება, ექსპერიმენტის მიზანი მებრძოლებისთვის ჯანმრთელობისა და ენერგიულად მუშაობის უნარის უფრო დიდი ხნით შენარჩუნებაა. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკური შემოწმებები კარგად ჩაივლის და წამლის მოქმედება ეფექტიანი აღმოჩნდება, მაშინ, შესაძლოა, მან აშშ-ს სამხედრო ძალებიდან საზოგადოებამდეც გაიკვლიოს გზა.
“ამის მიზანი ისეთი ფიზიკური მახასიათებლების დამატება არაა, რაც უკვე ისედაც გვაქვს ადამიანებს ბუნებრივად. მისი მიზანი არის ჩვენი ძალების მისიის მზაობის გაზრდა მებრძოლებში იმ ფიზიკური თვისებების გაუმჯობესებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად სუსტდება”, — განუცხადა Breaking Defense-ს SOCOM-ის წარმომადგენელმა და საზღვაო ძალების სარდალმა, ტიმ ჰოუკინსმა.
არსებითად, ეს აბი საკვები დანამატია, რომელიც ორგანიზმში მოლეკულა NAD+-ის დონეს ზრდის. ეს უკანასკნელი ხშირად გამოიყენება ნოოტროპების წარმოებაში. ეს უკანასკნელი უკავშირდება დაბერებას და სხვა მრავალ გზას, რომლებითაც ადამიანის სხეული დროთა განმავლობაში რეგრესს განიცდის.
ჯარისკაცებისთვის NAD+-ის მიწოდებით, SOCOM იმედოვნებს, რომ შეძლებენ მებრძოლების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, მათში ასაკთან დაკავშირებული ტრავმებისა და მუშაობის ხარისხის დაქვეითების პრევენციას მთელი კარიერის მანძილზე.
წყარო : on.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“