close
ბიოლოგია

აშშ-ის ზოოპარკებში ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო

აშშ-ში, ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატში, ქალაქ ოკლენდის ზოოპარკში ცხოველებს კოვიდვაქცინით ცრიან. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

პირველად ვაქცინაცია ჩაუტარდათ რისკ-ჯგუფის ცხოველებს: ვეფხვებს, დათვებს, გრიზლის, მთის ლომებს, მაჩვებს. ამ ცხოველებმა ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. შემდეგ ვეტერინარები პრიმატებს, ღამურებს და ღორებს აცრიან.

„ამ დრომდე ვიყენებდით ბარიერებს იმისთვის, რომ ცხოველები COVID-19-ით ინფიცირებისგან დაგვეცვა, ახლა კი მოხარულები ვართ, რომ ცხოველების დაცვა ვაქცინაციის შედეგად შეგვიძლია“, – განაცხადა ოკლენდის ზოოპარკის ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს გერმანმა.

ცხოველებისთვის ვაქცინა აშშ-ში ზოოპარკებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მიიღეს. ვაქცინა ზოოპარკებს კომპანია Zoetis-მა გადასცა. გამოცდილმა მკვლევრებმა ასევე დაამზადეს ვაქცინა კატების, ძაღლების, შინაური ფრინველებისა და მსხვილი რქოსანი პირუტყვის ასაცრელად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0