close
საქართველო

კიდევ ერთი ქართველი Microsoft-ში, ამჯერად, მონაცემთა მეცნიერის სტატუსით

Microsoft-ის გუნდს, ამჯერად უკვე, მონაცემთა მეცნიერის (Data Scientist) სტატუსით შეუერთდა კიდევ ერთი ქართველი, მარიამ ზაქარიაძე და მისი მიმდინარე საქმიანობა Bing-ის საძიებო სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა – მანქანური სწავლების მეშვეობით რომ ცდილობენ, ამ საძიებო სისტემის მომხმარებელს რაც შეიძლება ზუსტი და შესაბამისი შედეგები მიაწოდონ.

მარიამ ზაქარიაძე: „2020 წელს, მილანში, კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის განხრით, Bocconi-ს უნივერსიტეტი დავამთავრე. პანდემიის გამო, ბოლო სემესტრში საქართველოში ჩამოსვლა მომიწია. მალევე, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად, 7 თვის შემდეგ კი Microsoft-ში მუშაობა ამავე პოზიციაზე დავიწყე.

რეკომენდაცია Microsoft- ის უკვე არსებულმა თანამშრომელმა გამიწია, რის შემდეგაც  ტექნიკური რეკრუიტერი დამიკავშირდა და ოთხეტაპიანი პროცესი გავიარე, რომელიც მოიცავდა: ერთ ზოგად ინტერვიუს ჩემზე და ჩემს აკადემიურ და პროფესიულ გამოცდილებაზე, ხოლო დანარჩენი სამი – ტექნიკურს. ტექნიკური ინტერვიუები გულისხმობდა ალგორითმული ამოცანების ამოხსნას, დაახლოებით, 20-30 წუთში, სადაც ინტერვიუერს დეტალურად ვუხსნიდი ჩემი ამოხსნის მეთოდებს და ამავდროულად, ეკრანზე ვაჩვენებდი ჩემს კოდს. ინტერვიუების მთლიანი პროცესი, დაახლოებით, 2 თვეს გაგრძელდა“, – გვიხსნის მარიამ ზაქარიაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0