საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მის პოსტში ვკითხულობთ, გამოვიდა ლიმიტირებული ორდოლარიანი მონეტა, რომელზეც კოლხი მედეა არის გამოსახული.
„მეგობრებო, სოციალურ ქსელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ სასიხარულო ფაქტს – გამოვიდა ლიმიტირებული 2-დოლარიანი მონეტა, რომელზეც კოლხი მედეაა გამოსახული და რომლის ავტორი ქართველი მხატვარი კახაბერ თოფჩიშვილია (ფსევდონიმი: გორელი). კახაბერი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი მხატვარია, მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება ხელოვნების სასახლეში, მათ შორისაა კოლხი მედეას ერთ-ერთი ვარიაცია, რომელიც დღეს ჩვენი მუზეუმის ფერწერული ფონდის მშვენებაა, კახაბერის ექსკლუზიურ ინტერვიუს კვირას ჩემს რუბრიკაში “ამბები ხელოვნების სასახლიდან” მოისმენთ. ვამაყობ იმითაც რომ კახაბერი ჩემი მრავალტომეულის “ქართველები მსოფლიო ისტორიაში” მხატვარიცაა… მანამდე აქვე გიზიარებთ ლიმიტირებული მონეტის ოფიციალურ ვიდეოს“.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”