უკრაინის ბაზარზე უჩვეულო ფერის ყვავილოვანი კომბოსტო გამოჩნდა.
ლვოვის რეგიონის ფერმერებმა ფერადი ყვავილოვანი კომბოსტოს მოშენება დაიწყეს.
პირველმა მოსავალმა სუპერმარკეტებსა და რესტორნებში უკვე ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამის შესახებ ლვოვის რეგიონში ყვავილოვანი კომბოსტოს თესლის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანიის “Magnat Agro Image Lviv” -ის თანამფლობელმა, იური კვინტიუკმა, AgroPortal.ua-სთან განაცხადა.
იური კვინტიუკი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კულტურის ეს ჰიბრიდი უკრაინაში დარეგისტრირდა, კომპანიამ საკუთარ მუდმივ მომხმარებელს შესთავაზა, თავად ეცადათ მისი გაშენება. წინადადებას ლვოვის რეგიონის ათამდე ინდივიდუალური და კერძო მეურნეობა გამოეხმაურა.
“იმის გამო, რომ ეს ჰიბრიდი უკრაინის ბაზარზე სიახლეა, ფერმერებმა დიდი ფართები არ გამოყვეს. მათ უბრალოდ გამოსცადეს, თუ როგორ მოსავალს მიიღებდნენ და ასევე როგორი წარმატება ექნებოდა მას ქვეყნის ბაზარზე. საზოგადოება შეჩვეულია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო უნდა იყოს თეთრი, ამიტომ ზოგიერთი მყიდველისთვის ეს ნამდვილი ცნობისმოყვარეობაა. ამით ნამდვილად არიან დაინტერესებულები ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ და ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო უკვე აქვთ ნანახი, რადგან ის ევროპაში ძალიან პოპულარულია. მან ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სასურსათო ქსელებსა და სარესტორნო ბიზნესში.” – ამბობს იური კვინტიუკი.
ერთ-ერთი მოხალისე კი, ვინც ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო მოიყვანა, ოვოშჩევოდსტვოს მეურნეობის დამფუძნებელი მარია მორიკინია.
მისი მეურნეობა ლვოვის ოლქის ერთ-ერთ რაიონში 20 ჰექტარ მიწას ამუშავებს და ყაბაყის, კომბოსტოს ადრეული და გვიანი ჯიშების, ასევე ნიახურისა და სალათის გაშენებით შემოიფარგლება. საერთო ფართობი კი რომელზეც წელს ამ მეურნეობამ ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო გააშენა, დაახლოებით, 30 ჰექტარია, თუმცა შემოდგომაზე მოცულობის გაზრდას გეგმავს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”