close
მედიცინა

იტალიაში პირველად სრულიად ხელოვნური გულის კომერციული იმპლანტაცია ჩატარდა

19 ივლისს ნეაპოლის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგებმა ჩირო მაიელოს ხელმძღვანელობით სრულად ხელოვნური გულის Aeson პირველი კომერციული იმპლანტაცია ჩაატარეს. ამის შესახებ Aeson-ის მწარმოებელი ფრანგული კომპანიის, Carmat-ის განცხადებაშია ნათქვამია.

პროთეზი მსხვილი რქოსანი საქონლის ორგანიზმის ქსოვილებისა და სხვა ბიოთავსებადი მასალებისგან არის დამზადებული. დატვირთვის გათვალისწინებით, ის გულის მუშაობის ინტენსივობის შეცვლის საშუალებას იძლევა. პროთეზი კვების გარე წყაროს დახმარებით მუშაობს.

ამასთან, პაციენტს ხელოვნური გულით დამატებითი აღჭურვილობის ტარება მოუწევს, რომლის წონაც 4 კილოგრამია. მათ შორის აკუმულატორებს, რომლებიც ყოველ 4 საათში უნდა დაიტენოს.

ხელოვნური გული Aeson-ი იმ პაციენტებისთვის არის შექმნილი, რომლებსაც ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ და დონორის მოლოდინში არიან. მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ასეთი გულით ცხოვრებას ადამიანი 6 თვის განმავლობაში შეძლებს, თუმცა თვითონ მოწყობილობამ შეიძლება 5 წლის განმავლობაშიც იმუშაოს.

იტალიაში ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ 150 ათასი ევრო შეადგინა. Carmat-მა ევროკავშირში Aeson-ის გაყიდვის სერტიფიკაცია გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0