close
საქართველო

“ქართველი ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას ქმნის” – CNN

BEIJING - AUGUST 10: Nino Salukvadze of Georgia competes in the women's 10m air pistol final shooting event held at the Beijing Shooting Range Hall during Day 2 of the 2008 Beijing Summer Olympic Games on August 10, 2008 in Beijing, China. Salukvadze finished third to win the bronze medal. (Photo by Clive Brunskill/Getty Images)

– რას წერს CNN ქართველ მიზანში მსროლელზე?

მოგეხსენებათ, 23 ივლისიდან 9 აგვისტომდე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იმართება. გახსნის ცერემონიაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მედიასაშუალებამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტმენებსა და ოლიმპიადის სიახლეებზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველ მიზანში მსროლელზე, ნინო სალუქვაძეზე CNN წერს: “ქართველი ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას ქმნის”.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ 52 წლის ქართველი მსროლელი, რომელიც ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს, ერთადერთი ქალი სპორტსმენია ისტორიაში, რომელიც მეცხრედ გამოვა ოლიმპიურ თამაშებზე.

სალუქვაძის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებში შედგა 1988 წელს სეულში, სადაც საბჭოთა კავშირის სახელით ასპარეზობდა და ოქროს მედალი აიღო, ამავე წელს ვერცხლი, ხოლო  2008 წელს პეკინში ბრინჯაოს მედალი საქართველოს სახელით. სრული კარიერის განმავლობაში მას 86 მედალი აქვს აღებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0