close
კვლევებისაქართველო

საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის ლეტალური შედეგი არ დაფიქსირებულა – NCDC-ის კვლევა

მინიმუმ ერთი დოზით აცრილ ინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99% ტოლია, ორი დოზით აცრილთა შორის კი ლეტალური შედეგი არ  დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევის ანგარიშში, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა.

“გასაანალიზებელი პერიოდის სიმცირის მიუხედავად, ასახავს ვაქცინაციის ეფექტურობას როგორც SARS-CoV-2-ის ვირუსით დაინფიცირების რისკის შემცირების, ასევე კეთილსაიმედო გამოსავლის პროგნოზის მხრივ. კვლევის პერიოდში იდენტიფიცირებულ ვაქცინირებულ და SARS-CoV-2-ის ვირუსით ინფიცირებულთა დაზიანებადობის მაჩვენებელი (როგორც ერთი დოზით აცრილთა 0.99%, ასევე სრულად აცრილთა 0.19%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის მასშტაბით დროის ანალოგიურ პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (2.8%). მინიმუმ ერთი დოზით აცრილ ინფიცირებულთა შორის ლეტალობის მაჩვენებელი 0.99% ტოლია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში ≥18 წლის პოპულაციაში, COVID-19-ით დაავადებულთა შორის დაფიქსირებულ ლეტალობის მაჩვენებელს (2.16%).

ქვეყანაში COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაში ერთი დოზით აცრილთა ხვედრითი წილი 0.22%-ია, ხოლო 2 დოზით აცრილთა შორის ლეტალური გამოსავალი არ დაფიქსირებულა”, – წერია ანგარიშში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებში, SARS-CoV-2 ვირუსით დაინფიცირების რისკისა და გამოსავლის სიმძიმის შესაფასებლად ჩატარდა COVID- 19 ვაქცინით ვაქცინირებული ინფიცირებული შემთხვევების აღწერილობითი ანალიზი.

საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2021 წლის 15 მარტი – 04 ივლისის პერიოდს. შერჩეული წყაროები და მეთოდოლოგია: იმუნიზაციის ელექტრონული მოდული, COVID-19-ის ტესტირების ლაბორატორიული და დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრები; შერჩეული შემთხვევების ინტერვიურება; ლეტალური შემთხვევების ვერბალური აუტოფსიით კვლევა.

კვლევის შემთხვევად განისაზღვრა საკვლევი პირი, რომელსაც მიღებული ჰქონდა ნებისმიერი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა და ტესტირებისას ლაბორატორიულად დაუდასტურდა SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირება ვაქცინის ნებიემიერი დოზის მიღებიდან >14 დღის ფარგლებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0