“ფორბს ესპანეთი“ შვიდ შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც „კოვიდ-19“-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.
„ეს მისტიკური XII საუკუნის ადგილი, ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ერთ -ერთი ულამაზესი გამოქვაბული ქალაქი, სადაც შესაძლებელია ღრმა ჩაძირვა კლდოვან მთაში საიდუმლო გადასასვლელებით. 300-მდე დარბაზი შემორჩა საუკუნეებს, ასევე სარწყავი მილები, რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, 15 ეკლესია მოჩუქურთმებული ქვაში და 28 მარანი მათი თიხის ქოთნებით. გარდა ამისა, მისი გალერეებისშესწავლისას შესაძლებელია მეფე გიორგისა და მისი ქალიშვილის თამარის პორტრეტის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია ვარძიის მონასტრის ისტორიასთან“, – აღნიშნულია სტატიაში.
„ფორბსის“ ესპანური გამოცემა მკითხველს ვარძიაში მოსახვედრად საქართველოში არსებულ კოვიდშეზღუდვებს აცნობს და წერს, რომ საჭიროა სრული ვაქცინაციის საბუთი და უარყოფითი პისიარტესტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მსოფლიოში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 180 მილიონით ნაკლები საერთაშორისო ტურისტული მოგზაურობა განხორციელდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ეს მონაცემები ადასტურებს „კოვიდ-19“-ის შედეგს, რამაც 2020 წელი მსოფლიოს ინდუსტრიისათვის ყველაზე უარესი წელი გახადა – საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 73%-ით შემცირდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”