close
კვლევები

მეცნიერებმა ქალებში სექსუალური პრობლემების მიზეზი დაასახელეს

ძილის უკმარისობა ქალებში სექსუალური პრობლემების წარმოქმნის რისკს თითქმის ორჯერ ზრდის. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Menopause: The Journal of the North American Menopause Society-ში გამოქვეყნდა, ცუდ ძილს შეუძლია ლტოლვა და სიამოვნების დონე შეამციროს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

კვლევაში 3400-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მეცნიერებმა მათ ძილის ხარისხზე დაუსვეს კითხვები და სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად კმაყოფილები არიან სქესობრივი ცხოვრებით.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტები, რომლებსაც ყოველ ღამე 5 საათზე ნაკლები ხანი ეძინათ, პარტნიორთან სიახლოვით ნაკლებ სიამოვნებას იღებდნენ.

„თუ დაღლილ ქალს შესთავაზებთ არჩევანი ძილსა და სექსს შორის გააკეთოს, ის ძილს აირჩევს“, – ამბობს მაიოს კლინიკის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, სტეფანი ფობიონი.

მისივე თქმით, ცუდი ძილი ასევე შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მიზეზი გახდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0