მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.
ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია.
Forbes-ის სიის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება $5 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში მე-600 ადგილს იკავებს.
ბიძინა ივანიშვილი კი $4.8 მილიარდს ფლობს და 632-ე ადგილზეა.
მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელია. ის მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: