close
კვლევები

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა საუკეთესოა ჰოსპიტალიზაციისგან თავის დასაცავად – კვლევა

კვლევამ აჩვენა, რომ ასტრაზენეკას კოვიდვაქცინა საუკეთესოა ჰოსპიტალიზაციის და ვირუსის შედეგად სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ Dailymail-ი წერს.

მათგან ვინც მიიღო ოქსფორდის ვაქცინის ორი დოზა, მხოლოდ 1.52 პროცენტი, მოხვდა საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირების შემდეგ და მხოლოდ 0.03 პროცენტი, გარდაიცვალა დაავადებისგან.

მათ შორის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინა, 1.99 პროცენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 0.15 პროცენტი გარდაიცვალა ვირუსით დაინფიცირების შემდეგ.

ასტრაზენეკას ვაქცინამ საფუძველი ჩაუყარა ვაქცინების გავრცელებას დიდ ბრიტანეთში და 25 მილიონი ადამიანი უკვე აცრილია. მაგრამ მაისში, 40 წლამდე ასაკის ადამიანებს ურჩიეს ალტერნატიული ინექციის გაკეთება უკიდურესად იშვიათი სისხლის შედედების გამო.

დიდ ბრიტანეთს ახლა აქვს საშუალოდ 30,000-ზე მეტი შემთხვევა დღეში, გასული აგვისტოს ბოლოს დღეში თითქმის 2,000 შემთხვევისგან განსხვავებით. შოტლანდიამ გუშინ გამოაცხადა თითქმის 7,000 შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების შემდეგ.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ცალკეულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის დელტა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში, ვიდრე ალფა ვარიანტით ინფიცირებულები.

ბაჰრეინისა და ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა დეკემბრიდან ივლისის ჩათვლით, რომელიც გამოქვეყნდა წინასწარ დაბეჭდილი ვერსიის სახით.

მათ თვალყური ადევნეს საავადმყოფოში მიღებას და სიკვდილს ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს შორის ბაჰრეინში და დაასახელეს ისინი ვაქცინის ტიპების მიხედვით.

მეცნიერები ყოველთვის გულწრფელები იყვნენ და ამბობდნენ, რომ ვაქცინები ხელს არ უშლის ყველა ინფექციას, მაგრამ ისინი მკვეთრად ამცირებენ ჰოსპიტალიზაციისა და ვირუსით გარდაცვალების რისკს.

კვლევამ ასევე მოიცვა ჩინური ვაქცინა Sinopharm და რუსული Sputnik.

მათგან, ვინც მიიღო სინოფარმის ვაქცინა, 6.94 პროცენტი ჰოსპიტალიზირებულია და 0.46 პროცენტი გარდაიცვალა.

Sputnik-ის მიმღებთა შორის, 2.24% ჰოსპიტალიზირებულია, მაგრამ მხოლოდ 0.09% გარდაიცვალა ვირუსით.

შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც არ მიიღო ვაქცინა, უფრო დიდი სიხშირით ხვდებოდნენ საავადმყოფოებში და სიკვდილიანობის მხრივაც მათში უფრო დიდი მაჩვენებლია.

არავაქცინირებულთა შორის, ვირუსით ინფიცირებულთა 13,22% ჰოსპიტალიზირებულია, 1,32% კი გარდაიცვალა.

ბაჰრეინელმა მკვლევარებმა თავიანთ კვლევაში განაცხადეს: “ოთხივე ვაქცინა ამცირებს კორონავირუსული ინფექციების შედეგად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს არავაქცინირებულ ადამიანებთან შედარებით.”

დოქტორ სიმონ კლარკმა, რედინგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა The Sun-თან განაცხადა: “ეს კვლევა აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იღებს საუკეთესო ვაქცინებს.

“AstraZeneca და Pfizer უზრუნველყოფენ კარგ დაცვას.”

ჩინური სინოფარმის ვაქცინა იყო მთავარი ინექცია ბაჰრეინში, სადაც თითქმის 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

იქ 569 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

შედარებისთვის, 245,000 მაცხოვრებელმა მიიღო Pfizer-ის ვაქცინა, 169,000-მა მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინა და 73,000-მა მიიღო Sputnik-ის ვაქცინა.

კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ პფაიზერის ვაქცინა ყველაზე ეფექტურია ჰოსპიტალიზაციისა და კოვიდისგან გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად.

კვლევაში ჩართული AstraZeneca-ს 3000 მიმღებიდან, რომლებიც დაინფიცირდნენ Covid-19-ით, მხოლოდ 45 მოხვდა საავადმყოფოში (1.52 პროცენტი) და მხოლოდ ერთი გარდაიცვალა ვირუსისგან (0.03 პროცენტი).

Pfizer-ის 2000 მიმღებიდან, რომლებიც დაინფიცირდნენ ვირუსით, 40 ჰოსპიტალიზირებულია (1.99 პროცენტი) და სამი გარდაიცვალა ვირუსისგან (0.15 პროცენტი).

Sputnik-ის 3000 მიმღებიდან, რომლებიც დაინფიცირდნენ, 77 ჰოსპიტალიზირებულია (2.24 პროცენტი) და სამი გარდაიცვალა (0.09 პროცენტი).

სინოფარმის ვაქცინის 24,000 მიმღებიდან, რომლებიც დაინფიცირდნენ ვირუსით, 1,683 ჰოსპიტალიზირებულია (6,94 პროცენტი) და 112 გარდაიცვალა (0,46 პროცენტი).

და არავაქცინირებულთა შორის – თითქმის 65,000 – აქედან თითქმის 9,000 ჰოსპიტალიზირებულია (13,22 პროცენტი) და 857 გარდაიცვალა (1,32 პროცენტი).

1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო აშშ-ს წარმოებული მოდერნას ვაქცინა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს კვლევაში არ შედიოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0