close
ისტორია

ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა სოფელ ოროზმანთან

მუზეუმის მკვლევართა გუნდმა ახალი აღმოჩენა გააკეთა. დმანისის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ქვემო ოროზმანთან, ნაპოვნია საქართველოში აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა, რომელიც დათარიღებულია 1.77-1.84 მილიონი წლით.

განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად აღმოაჩინეს არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცი და ა.შ. ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი განმარტავს, რომ ძეგლი თარიღით დმანისის ძველი აღმოჩენის თარიღს ემთხვევა და იარაღებიც თითქმის იდენტურია.

აფრიკის შემდეგ ჰომინიდების ყველაზე ძველი ნაშთები სწორედ დმანისშია აღმოჩენილი, ოროზმანის აღმოჩენა კი ნამდვილად დიდ ინტერესს გამოიწვეს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებში, რადგან ოროზმანი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს და მტკიცდება, რომ დმანისის ტერიტორია და სამხრეთ კავკასია მასიურად იყო ათვისებული აფრიკიდან ევრაზიაში მიგრირებული უძველესი ჰომინიდების მიერ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0