მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანის ამოღებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.
ამ საკითხს მეცნიერები მომავალ წელს შეისწავლიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ 2022 წლის ბოლომდე მარიხუანის მოხმარება კვლავ აკრძალული იქნება.
WADA-მ ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 წლის ამერიკელმა მძლეოსანმა შა’კარი რიჩარდსონმა მარიხუანის მოხმარების გამო ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ტოკიოს ოლიმპიადა გამოტოვა. მაშინ ზოგიერთმა სპეციალისტმა და სპორტსმენმა აკრძალვას მოძველებული და უაზრო უწოდა. რიჩარდსონის განცხადებით, მან მარიხუანის მოხმარება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: