ოქტომბერში აშშ-მა შესაძლოა 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ აცრაზე ავტორიზაცია გასცეს. ამის შესახებ Reuters-ს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში წყაროებმა განუცხადეს.
მათი განცხადებით, ოქტომბრის ბოლოსთვის „ფაიზერის“ შემქმნელებს ექნებათ შესაბამისი კლინიკური ცდების შედეგები, რის შემდეგაც აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის გაცემას შეძლებს.
ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით, ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ანალოგიური კვლევების დასრულებისთვის „მოდერნას“ 3 კვირით მეტი დასჭირდება.
ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არც ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებში და არც აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში გაკეთებულა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”