ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
ს სწორედ ის კინოფესტივალია, სადაც დეას სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა “დასაწყისი” შარშან ტრიუმფი მოახდინა და 4 ჯილდო აიღო, ესენია:
-
- კინოფესტივალის მთავარი პრიზი – “ოქროს ნიჟარა”;
- დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
- ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
- დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);
სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი არის ყოველწლიური FIAPF კატეგორიის კინოფესტივალი, რომელიც ტარდება ესპანეთის ქალაქ დონოსტია-სან სებასტიანში, სექტემბერში, ბასკეთის ქვეყანაში. იგი პირველად 1953 წელს ჩატარდა და წელს ის 69-ედ ტარდება. 2021 წლის ფესტივალი 17-25 სექტემბერს გაიმართება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: