სამსახურთან დაკავშირებული მიზეზების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად თითქმის 2 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ სამუშაოსაათებთან და ჰაერის დაბინძურებასთან.
შესაბამის მონაცემებს გაეროს სამსახურები : ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
”შოკის მომგვრელია იმის დანახვა, რომ ამდენი ადამიანის დაღუპვა, ფაქტობრივად, სამსახურთანაა დაკავშირებული”,- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ კვლევის შედეგები ქვეყნებისთვის „მაღვიძარას ზარის“ როლს შეასრულებს.
კვლევა ემყარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადრეულ დასკვნებს, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული ინსულტისა და გულის დაავადებების შედეგად წელიწადში დაახლოებით 745 000 ადამიანი იღუპება.
ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად კი, რომელიც უფრო მეტ მონაცემებს შეიცავს, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დიდი „მკვლელია“ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება,როგორიცაა აირები და კვამლი, ასევე მცირე ნაწილაკები, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო გამონაბოლქვთან.
კვლევის თანახმად, 2016 წელს ჰაერის დაბინძურებამ 450 000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ტრავმების შედეგად კი 360 000 ადამიანი დაიღუპა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”