close
ემიგრანტისაქართველო

ქართველი მეცნიერი, რომელსაც სილიკონ ველზე საკუთარი ლაბორატორია აქვს

ბაჩანა ლომსაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელსაც სილიკონ ველზე მდებარე სანტა-კლარას
უნივერსიტეტში საკუთარი ლაბორატორია აქვს(Lomsadze lab).
ქართველმა მეცნიერმა შეიმუშავა ლაზერულ სპექტროსკოპიაში ახალი მეთოდი, რომელიც 2017
წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა და რომელიც საშუალებას გვაძლევს დროის მოკლე
მონაკვეთში ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების დისტანციურად დეტექტირების. მის მიერ
შექმნილი მეთოდის შესახებ არაერთ პრესტიჟურ ჟურნალში იწერება და საუკეთესო ნამუშევრად
დასახელების შემდეგ, აშშ-მ მისი პატენტიც კი გამოსცა.
თავად ქართველი მეცნიერი მის მიერ შექმნილ მეთოდზე განაცხადებს, რომ მან შეძლო
მოლეკულებისა და ნახევარგამტარული ნივთიერებების სტრუქტურის, თვისებებისა და დინამიკის
შესწავლა რეკორდულად მაღალი სიზუსტით. მეთოდს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს და
შესაძლებლობას გვაძლევს დისტანციურად აღმოვაჩინოთ ასაფეთქებელი და მომწამლავი
ნივთიერება წამის მეათედში. ქართველი მეცნიერის ლაბორატორიაში ამჟამადაც მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი კვლევები, ხოლო მან პროფესორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სანტა-
კლარას უნივერსიტეტში ახალი სალექციო კურსი დანერგა, სახელად ,,ფიზიკა და ტექნოლოგია

მომავალი ლიდერებისთვის”.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0