სამხრეთ კორეელი მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ შექმნეს ხელოვნური კანის მსგავსი მასალა, რომელსაც შეუძლია სწრაფად. გარემოს შესაბამისად შეიცვალოს ფერი, ქამელეონის მსგავსად.
გუნდმა, რომელსაც სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის პროფესორი კო სეუნ–ჰვანი ხელძღვანელობდა, “კანი” სპეციალური მელნით შექმნა, რომელიც იცვლის ფერს ტემპერატურის მიხედვით.
კომ და მისმა გუნდმა აჩვენეს ტექნოლოგია – თერმოქრომული თხევადი ბროლის (TLC) მელანი და ვერტიკალურად დაწყობილი მრავალფენიანი ვერცხლის ნანოსადენის გამათბობლები – რობოტის გამოყენებით ფერის გამოვლენის სენსორებით. აღმოჩნდა, რომ რა ფერიც არ უნდა დაენახა სენსორებს, კანი ცდილობდა მისთვის მიებაძა.
ვიდეოში ჩანს, რომ რობოტი წითელ, ლურჯ და მწვანე იატაკზე მიცოცავს და მყისიერად იცვალის ფერს ფონის შესაბამისად.
სენსორების მიერ ფერის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გადაეცემა მიკროპროცესორს, შემდეგ კი ვერცხლის ნანოსადენის გამათბობლებს. მას შემდეგ, რაც გამათბობლები მიაღწევენ გარკვეულ ტემპერატურას, თერმოქრომული თხევადი ბროლის ფენა ფერს იცვლის.
აღსანიშნავია, რო ხელოვნური „კანი“ ბუნებრივზე თხელია. მისი შემქმნელები განმარტავენ, რომ კანი, შესაძლოა, ტარებად მოწყობილობად იქცეს და გამოიყენონ მოდის, სამხედრო კამუფლაჟის უნიფორმების, მანქანებისა და შენობების ექსტერიერისთვის ესთეტიკური მიზნებით.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”