აშშ -ის კოსმოსურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ მისმა კოსმოსურმა ხომალდმა Perseverance- მა მარსზე კლდის ქანის პირველი ნიმუში მოიპოვა.
მეცნიერების თქმით, ეს არის ისტორიული მომენტი, ვინაიდან პირველად ხდება, რომ სხვა პლანეტის კლდის ნაწილს დედამიწაზე ჩამოსატანად ამზადებენ.
ნასა-ს ხომალდს ევალება,მომდევნო ერთი წლის ოცზე მეტი ასეთი ნიმუში შეაგროვოს. Perseverance-ის დედამიწაზე დაბრუნება აშშ -სა და ევროპის ერთობლივი ძალისხმევით ათწლეულის ბოლოსთვის იგეგმება.
ნასას Perseverance მარსზე, ჯეზეროს კრატერზე, მიმდინარე წლის თებერვალში დაეშვა.
ის აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც იღებს ბურღით დაჭრილ კლდის თითის ზომის ნაწილს და ტიტანის მილში ათავსებს. ამ ცილინდრის დახურვამდე ხომალდი ჰქმნის იმის გამოსახულებას, რაც მილშის. სწორედ ამ გზით დაადგინეს მეცნიერებმა აგვისტოში, რომ მილში ნიმუში არ იყო, ვინაიდან მექანიზმმა კლდის ქანი გააფხვიერა და ის უკან, გაბურღული ხვრელის გარშემო დაცვივდა.
კრატერი ჯეზერო მარსის ეკვატორის ჩრდილოეთით მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ იქ მილიარდობით წლის წინ ტბა იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯეზეროს დანალექები ქანები, შესაძლოა, უძველესი მიკრობული ცხოვრების კვალს ინახავდეს, რაც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის წითელი პლანეტის შესახებ.
წყარო : bbc.com
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”