დისტანციური განათლების სისტემა სწავლების ახალი, თანამედროვე ფორმაა, რომელიც
მსურველებს საშუალებას აძლევს, ცოდნა სასწავლო დაწესებულებაში მისვლის გარეშე
მიიღონ. დისტანციური განათლების მეშვეობით შესაძლებელია როგორც კვალიფიკაციის
ამაღლებისა და სპეციალისტების გადამზადების კურსების, ისე ცნობილი უმაღლესი
სასწავლებლების სასწავლო პროგრამების დაუფლება.
მოგეხსენებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თითქმის ყველა
უნივერსიტეტი თუ სკოლა გადასულია დისტანციური სწავლების მეთოდზე, მართალია
ბევრი არ იყო მზად ამ გამოწვევისთვის, მაგრამ ასე თუ ისე ყველა ართმევს თავს ამ
გამოუვალ მდგომარეობას, შესაბამისად:
განათლების ახალი დარგის განვითარება დაკავშირებულია ისეთი თანამედროვე
სისტემების წინსვლასთან, როგორიცაა: ვიდეოკონფერენცკავშირი, კომპიუტერული
ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ტელევიზორი, კავშირგაბმულობა და ა.შ. ფამონათვალიდან
დისტანციურ განათლებაში ყველაზე აქტიურად ვიდეოკონფერენცკავშირის სისტემები
გამოიყენება. აღნიშნული სისტემის უპირატესობა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ის
არის, რომ მისი დახმარებით უფრო მეტი და მრავალფეროვანი დამატებითი
მომსახურებების შეთვაზებაა შესაძლებელი, მათ შორის: პროფესიული „ტრენინგების“
ჩატარება, საქმიანი თამაშის ორგანიზება, დისტანციური ტესტირება, გამოცდების
ჩაბარება, ცოდნის ოპერატიული კონტროლი და სხვა.
Harvard business review
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”