close
ფიზიკა

ფიზიკაში ნობელის პრემია სამ მეცნიერს გადაეცა

შვედეთის მეცნიერებათა აკადებიამ ფიზიკის დარგში წელს სამი ლაურეატი გამოავლინა. სიუკურო მანაბეს, კლაუს ჰასელმანს ჯილდო გადაეცათ დედამიწის კლიმატისა და გლობალური დათბობის მოდელირებისთვის, ხოლო ჯიორჯიო პარისის კი ფიზიკურ სისტემებში ნაწილაკთა ფლუქტუაციის შესწავლისთვის.

გამარჯვებულებს აერთიანებთ ის, რომ ისინი კომპლექსურ სისტემებს – კლიმატსა და ნაწილაკების მოძრაობას იკვლევენ, ამ სისტემების მოდელირება და მათი პროგნოზირება კი განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს.

“სიუკურო მანაბემ აჩვენა, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ატმოსფეროში CO2-ის გაზრდილ რაოდენობას დედამიწაზე არსებულ ტემპერატურაზე. 1960-იანი წლებში ის ხელმძღვანელობდა ფიზიკური მოდელების შექმნას, რომლებიც დღეს წარმოადგენს თანამედროვე კლიმატური მოდელირების ერთ-ერთ საფუძველს.

მანაბეს კვლევებიდან, დაახლოებით, 10 წელში, კლაუს ჰასელმანმა შექმნა მოდელი, რომელიც პასუხობს კითხვას, თუ რატომ შეიძლება აღნიშნული კლიმატური მოდელირება იყოს სანდო, მიუხედავად იმისა, რომ კლიმატი ცვალებადი და ქაოსურია. მან ასევე შეიმუშავა დაკვირვების მარკერები, რომლებიც ადამიანთა აქტივობის კლიმატზე გავლენას აჩვენებს. მისმა მეთოდები მომავალში გამოყენებული იყო მეცნიერთა მიერ იმის დასაბუთებისთვის, რომ მომატებული გლობალური ტემპერატურა ატმოსფეროში CO2-ის გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება.

ჯიორჯიო პარისიმ 1980-იან წლებში კომპლექსური სისტემების თეორიის შესახებ გამოაქვეყნა ნაშრომი, რაც ამ დარგში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუციად იქცა. კომპლექსური სისტემების შესახებ თეორია კი თავის მხრივ, არამხოლოდ ფიზიკის დარგში არსებული რთული ამოცანების, არამედ მათემატიკის, ბიოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მანქანური სწავლების ამოცანების ამოხსნისთვისაც მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0