“მიმდინარე კვირაში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ ასაკის მოზარდების აცრის საკითხი გადაწყდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭოს სხდომა… სამეცნიერო საბჭო მისული ვართ კონსენსუსამდე 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრებთან დაკავშირებით და ე.წ. ბუსტერ დოზებზე. ვფიქრობ, ეს იქნება ამ კვირის განმავლობაში სიახელე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში იმუნიზაცია დაშვებულია 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: