close
ეკოლოგია

„დიდი ოცეულის“ ქვეყნები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებიათ

„დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები რომში გამართულ ორდღიან სამიტზე
შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანი და ეფექტური ქმედებების განხორციელებით
გააგრძელებენ ძალისხმევას გლობალური დათბობის შეზღუდვის მიზნით.
მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის
მიღწევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო კომუნიკეში
კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და აღნიშნულია, რომ ნახშირბადის
ნულოვანი ემისიის ანუ ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა დაახლოებით
საუკუნის შუა პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი.
ამასთან, სამიტის ყველა მონაწილე შეთანხმდა გლობალური დათბობის 1.5
გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მნიშვნელობაზე, რაც, მეცნიერების თქმით,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ
ის ტოვებს რომს “აუხდენელი, მაგრამ არა დამარხული იმედებით.“
ლიდერები რომიდან გლაზგოში გაემართებიან, სადაც კლიმატის სამიტს, COP26-
ს, დაესწრებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0