დღეიდან, ვენესუელაში, ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„ვენესუელის მოსახლეობის 70% ვაქცინირებულია. უნდა გამოვაცხადო, რომ 8 ნოემბრიდან ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია იწყება“, – აღნიშნა ნიკოლას მადურომ.
ვენესუელის პრეზიდენტის თქმით, 31 დეკემბრისთვის მოსახლეობის 90%-ის აცრა იგეგმება.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვენესუელაში, კორონავირუსის 412 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 955 ადამიანი გარდაიცვალა.
ვენესუელაში, ვაქცინაციისთვის რუსეთისგან, ჩინეთისა და კუბისგან მიღებული პრეპარატები გამოიყენება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: