close
განათლება

ინდოელმა ქალმა, რომელიც მცირე ასაკში გაათხოვეს და განათლება ვერ მიიღო, წერა-კითხვა 104 წლისამ ისწავლა

სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებმა ქალმა, რომელიც მშობლებმა 16 წლის ასაკში გაათხოვეს, გადაწყვიტა, ოცნება აესრულებინა და წერა-კითხვა ესწავლა, – ქალის შესახებ BBC-მ სიუჟეტი მოამზადა.

როგორც 104 წლის ქალი ჰყვება, ყოველთვის, როცა ანბანს ხედავდა, სურდა, ასოების ცნობა შეძლებოდა, თუმცა, მცირე ასაკში დაოჯახების გამო, განათლების მიღება ვეღარ მოახერხა და ათობით წელი ოჯახზე ზრუნვას შეალია.

„მინდოდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან არასდროს მივლია სკოლაში“, – ამბობს ის.

ცოტა ხნის წინ, ქალმა გადაწყვიტა, წერა-კითხვა ესწავლა, დაიწყო მასწავლებელთან მომზადება და შვილიშვილების წიგნების კითხვა.

მან წერა-კითხვის ტესტი შთამბეჭდავი შედეგით ჩააბარა – 100-დან 89 ქულა მიიღო.

ქალი ამბობს, რომ კიდევ დიდხანს სურს იცოცხლოს და საკუთარი შთამომავლების წარმატება იხილოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0