მეცნიერების ერთი ნაწილი მივიდა იმ აზრამდე, რომ „ომიკრონის“ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა, პანდემიის დასასრული იმაზე ადრე დადგეს, ვიდრე ვარაუდობდნენ.
როგორც მან „ფოქსნიუსთან” განაცხადა, ახალი შტამი უფრო მეტად გადამდები ჩანს, თუმცა, ნაკლებად მძიმე ავადობას იწვევს.
„ახალი ვარიანტის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ყოველთვის არის შანსი, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე აქამდე გვქონია. ჯერჯერობით, მხოლოდ ანგარიშები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა, თუ შტამი ჰიპოთეტურად არ იწვევს მძიმე დაავადებას და, მეორე მხრივ, ვრცელდება ძალიან სწრაფად და ამით ყველა ავადდება, ძალიან რთული იქნება დაინფიცირებისგან თავის არიდება.
შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ სცენარი, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი, თუ არა აბსოლუტურად ყველა, დაავადდება ვირუსის მსუბუქი ვერსიით, თუმცა, გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებითაც, თუ სამომავლოდ რამე სხვა უფრო მომაკვდინებელი ვარიანტი გამოჩნდება, ვირუსისგან დაცული იქნება”, – ჰუმან ჰემათიმ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”