close
ემიგრანტისაქართველო

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის გამოცემაზე საავტორო უფლებები უკვე ათმა ქვეყანამ იყიდა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, ამავდროულად რეჟისორი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილის ახალ რომანს “The Lack of Light” ხუთი უდიდესი ინგლისურენოვანი გამომცემლობიდან ერთ-ერთი, “Harper Collins” გამოსცემს. ამერიკულმა გამომცემლობამ ახალ რომანზე საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე შეიძინა, რაც ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს. გარდა ამისა, საავტორო უფლებები უკვე ათმა ქვეყანამ იყიდა.
წიგნს ასევე გამოსცემს ქართული გამომცემლობა ინტელექტი. წიგნი ისევ საქართველოს ეხება და სიუჟეტი ვითარდება 90-იანი წლების თბილისში, სოლოლაკში და მოგვითხრობს 4 გოგოს ისტორიას. რომანს ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის, ინტელექტი კი – გამოსცემს.
უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე თვის წინ ნინო ხარატიშვილის მესამე რომანი “მერვე სიცოცხლე” დუბლინის ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში მოხვდა. ამავე რომანით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, “ბუკერის”, ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0