close
ემიგრანტისაქართველო

ნინა გავაშელი – ქართველი დიზაინერის წარმატების ისტორია

„სილამაზე არის გამბედაობა იყო საკუთარი თავი“ – ეს ფრაზა არის ქართველი დიზაინერის ბრენდის ძირითადი იდეა. 22 წლის ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა ნინა გავაშელმა პარიზში დააფუძნა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი, სახელად Nina Gavasheli.
პარიზში მოდის დიზაინის შესასწავლად წასული ნინა ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული მოდის სფეროთი. მისი სახელობის ტანსაცმლის ბრენდი კი სულ ცოტა ხნის წინ, ზაფხულში დაარსდა. დიზაინერის შექმნილი ტანსაცმელი ასევე გაიყიდება ნიუ-იორკში, ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზია Flying Solo-ში, ბევრი წარმატებული დიზაინერის ნამუშევრების გვერდით. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ქართველი დიზაინერი ამბობს, რომ შემდეგი კოლექციის დისტრიბუცია ევროპაში იგეგმება, გეგმებში საქართველოც მოიაზრება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0