close
მედიცინამსოფლიო

ჯანმო-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინა დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვაქსინის“ გადაუდებელი გამოყენებას ავტორიაცია გასცა.
„კოვაქსინის“ გამოყენების საკითხზე ასევე იმსჯელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელმაც 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღეში მისი ეფექტურობა 78%-ს შეადგენს, დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისგან კი „კოვაქსინი“ ვაქცინირებულებს 93%-ით იცავს.
„„კოვაქსინის“ ვაქცინა კოვიდ 19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს“, – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯანმო-ს მიერ დღემდე დამტკიცებული ვაქცინებია : „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.

წყარო : who.int
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0