სიყვარულის დასამტკიცებლად, ინდოელმა კაცმა ცოლს ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმის ასლი აუშენა. 52
წლის ანანდ პრაკაშ ჩუკსეი 3 წლის განმავლობაში აშენებდა ტაჯ-მაჰალის ასლს, რომელიც ზომით
ორიგინალის მესამედია. ნამდვილი ტაჯ-მაჰალის გუმბათი 18 მეტრია, იგი მე-17 საუკუნეში
მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით აშენდა. ტაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი
საყვარელი მეუღლის მავზოლეუმი.
ჩუკსი ამბობს, რომ როდესაც ახალი სახლის აშენებას იწყებდა, იფიქრა, რატომ არ უნდა
გაეკეთებინა რაიმე განსხვავებული და გადაწყვიტა, რომ საჩუქრად მოგოლთა მმართველობის
პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშის ასლი აეშენებინა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: