close
ასტრონომია - კოსმოსი

შორეული კოსმოსიდან უცნაურ სიგნალებს ვიღებთ

ასტრონომები შორეული კოსმოსიდან მომავალი უცნაური სიგნალების შესახებ საუბრობენ.

მეცნიერებმა ცის ერთი და იმავე წერტილიდან წამოსული 71 სიგნალი/პულსი აღმოაჩინეს,
თითოეული გრძელდებოდა 30-დან 60 წამამდე და ყოველ 18.18 წუთში მეორდებოდა. იდუმალი
რადიოტალღები ჩვენგან 4 000 სინათლის წლის მანძილიდან მოდის და მას სახელად GLEAM-X
J162759.5-523504.3 უწოდეს.
მეცნიერებმა უცნაურ ობიექტს დასავლეთ ავსტრალიაში განლაგებული რადიოტელესკოპის
საშუალებით მიაკვლიეს. ზომით მზეზე პატარა უნდა იყოს, მაღალპოლარიზებული გამოსხივება და
ძლიერი მაგნიტური ველი უნდა ჰქონდეს. მეცნიერების აზრით, საქმე სავარაუდოდ მაგნეტართან
აქვთ, რომელსაც ხანგრძლივი პულსაციის პერიოდი ახასიათებს. მისგან რადიოტალღებს მხოლოდ 2
თვის განმავლობაში იღებდნენ, რისი მიზეზიც ამოფრქვევა ან ისეთი აქტიურობაა, რომელსაც ვეღარ
აფიქსირებენ. მეცნიერები კვლევის გაგრძელებას გეგმავენ მეტის გაგების იმედით.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0