ხელოვნური ინტელექტი მოსახერხებელიცაა, ჩქარიც და ეფექტურიც. მისი გამოყენებით, სტრესულ ამოცანებს რობოტები ერთ დროს წარმატებით ართმევდნენ თავს. რიჩარდ ჰასელმა − კლემსონის უნივერსიტეტის სანაპირო კვლევისა და განათლების ცენტრის ბოსტნეული კულტურების ექსპერტმა, მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა,
რობოტებით მართვადი სისტემა შექმნა, რომელიც მცენარის დაავადებისადმი გამძლე ფესვებს ნიადაგში უსწრაფესი ტემპით − თვალის დახამხამებაში რგავს. მეორე მხრივ, სასოფლო სამეურნეო უპილოტო აპარატები ფერმერებს მიწათმოქმედების პროცესის გარკვეული ასპექტების ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობასაც აძლევს. ეს მოსავლის მონიტორინგი იქნება მცენარის დარგვიდან ბოლომდე, ასევე მსხვილფეხა საქონლის მართვა, კულტურების მორწყვა, სარწყავი სისტემების რუკების შედგენა თუ მრავალი სხვა. ეს აპარატები მიწის დასაზვერადაც მოსახერხებელია, დაზიანებული მცენარეების დასამუშავებლადაც და ზოგადად, ფერმის სამართავადაც. ზუსტი მიწათმოქმედება კი მოსავლიანობისა და რენტაბელობის გასაზრდელად ახალი
ტექნოლოგიების გამოყენებას ცდილობს იმ დროს, როდესაც სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად აუცილებელი ტრადიციული რესურსების შემცირება შეიმჩნევა (მიწა, წყალი, სასუქები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები).
წყარო : Hbr.com
მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”