close
კვლევებიმსოფლიო

რამდენად საშიშია „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი, რომელიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაშია დადასტურებული

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი BA.1 მნიშვნელოვნად უფრო გადამდებია, ვიდრე ვირუსის მანამდე დაფიქსირებული ვარიანტები. ცოტა ხნის წინ გაჩნდა „ომიკრონ“ ვარიანტის ქვეტიპი, BA.2, რომლითაც იანვრის 10 რიცხვამდე გაერთიანებულ სამეფოში მინიმუმ 400 ადამიანი დაინფიცირდა, ახლა კი,
აღნიშნული ქვეტიპი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ყველაზე მეტი შემთხვევა კი დანიაშია დადასტურებული. ახალი ქვეტიპის სწრაფი გავრცელება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის შეიძლება იყოს უფრო გადამდები, ვიდრე „ომიკრონის“ თავდაპირველი ვარიანტი. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) BA.2-ს "მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, იწვევს თუ არა BA.2 უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე „ომიკრონ“ BA.1 და ამიტომ, კვევა გრძელდება. ამასთან, მეცნიერების ნაწილს აქვს შიში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მომავალში „ომიკრონის“ ერთ-ერთი ვარიანტის „დელტა“ ვარიანტთან შერწყმა მოხდეს და უფრო სახიფათო ვირუსი გაჩნდეს.

 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0