close
დედამიწა

კვლევა : დედამიწის ბირთვი “სუპერიონურ” მდგომარეობაშია — ის არც მყარია და არც თხევადი

რა იმალება დედამიწის ბირთვში, ზუსტად არავინ იცის — მყარია, თხევადი თუ სულაც მატერიის ახალ ფორმას გვთავაზობს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრები კვლავ მუშაობენ.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსმა იუ ჰემ, თავის კოლეგებთან ერთად, დაადგინა, რომ ჩვენი პლანეტის შიდა ბირთვი “სუპერიონურ მდგომარეობაშია”. გამოდის, ტექნიკურად არც მყარია და არც თხევადი — მას უცნაური შუალედური მდგომარეობა აქვს.

ბირთვის შიდა საზღვარზე რკინის გამაგრება მსუბუქი ელემენტების მობილობას არ ცვლის და მსუბუქი ელემენტები შიდა ბირთვში კვლავ გვხვდება. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, ახალი კვლევა კი, დიდი ალბათობით, გაამხელს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს — რისგან შედგება დედამიწის ბირთვი.

წნევის ქვეშ

მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო დედამიწის ბირთვამდე ჩასვლა შეუძლებელია. ამიტომ, გუნდი სიმულაციებს კომპიუტერის დახმარებით აკეთებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირბადის მბრუნავი ნაზავი სუპერიონურ მდგომარეობაში იყო — ჟანგბადის იონები მყარად, წყალბადის იონები ერთგვარ სითხედ, ხოლო რკინის ატომები კრისტალური სტრუქტურით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ შიდა ბირთვი არა ჩვეულებრივ მყარ მდგომარეობაში, არამედ სუპერიონურ მდგომარეობაშია.

“შიდა ბირთვის საზღვრის მიმდებარედ რკინის გამყარება მსუბუქი ელემენტების გადაადგილებას არ აფერხებს, რის შედეგადაც იქ მათი კონვექცია უწყვეტად მიმდინარეობს”, — აცხადებენ მეცნიერები.

სავარაუდოდ, ეს შედეგები, ახლოს დგას სინამდვილესთან, რადგან სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ ბირთვი, მოსალოდნელზე უფრო რბილია.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0