close
ისტორიასაქართველო

„თქვენ არ იქნებით მარტო“ – როგორ გამოჰყავდათ უკრაინელებს დევნილები აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში

აფხაზეთის ომის დროს ასობით უკრაინელი იარაღით იბრძოდა საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ. უკვე სოხუმის დაცემის შემდეგ კი სწორედ უკრაინულმა გემებმა და ვერტმფრენებმა გამოიყვანეს დევნილები სამშვიდობოს.

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოში, უკრაინის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თბილისში ჩამოფრინდა და მიტინგზე შეკრებილ ხალხს უთხრა: „თქვენ არასდროს იქნებით მარტონი!“

ერთი ბედის ორი ქვეყანა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1993 წელს, აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. უკრაინელი სამხედროები აფხაზეთის თითქმის ყველა ცხელ წერტილში იბრძოდნენ. მათ შორის, იცავდნენ სოხუმის გარშემო სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეებს, შემდეგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა გააცილეს ომს.

სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე იხსენებს წარმოშობით ქართველ გენერალს ანატოლი კამკამიძეს, რომელიც 1992 წელს, ომის დროს უკრაინიდან საქართველოში ჩამოვიდა. ანატოლი კამკამიძეს ჯერ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, შემდეგ – საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლის.

„შეიძლება ითქვასრომ კამკამიძემ ჩაატარა 1993 წლის 16 მარტის წარმატებული ოპერაციაეს ერთერთი გარდამტეხი ოპერაცია იყო სოხუმის დაცვის კუთხითუკრაინელებმა დაგვანახესრომ ნამდვილი მოკავშირეები იყვნენხშირად გვეხმარებოდნენ იარაღის შეძენაშიტექნიკური პერსონალიც ხშირად ჩამოდიოდა უკრაინიდანომის მერეც უკრაინა ჩართული იყო ოფიცრების მომზადებაშიჩვენ ერთი ბედი გვაქვსჩვენ შავი ზღვის მონაკვეთის გამხსნელი და ჩამკეტი ქვეყნები ვართერთნაირად გვინდა ნატოში შესვლაერთნაირად გვინდა დემოკრატიის მშენებლობათუ გავიხსენებთ, 1921 წელს რუსეთმა საქართველოს გასაბჭოება მას შემდეგ დაიწყორაც უკრაინის გასაბჭოებას მორჩა“, – ამბობს აკია ბარბაქაძე.

1992-1993 წლების აფხაზეთის ომის დროს, უკრაინელები საქართველოს სამხედრო ძალითაც ეხმარებოდნენ, ტექნიკითაც და ჰუმანიტარული ტვირთითაც. დახმარება იყო როგორც სამთავრობო, ასევე მოხალისეობრივი.

გემები უკრაინიდან

ელგუჯა ადამიამ, გენერალ გენო ადამიას შვილმა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი იყო, რადიო თავისუფლებასთან გაიხსენა, რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, ქართული მხარე ფაქტობრივად ავტომატის ამარა იბრძოდა. ამის გამო ჰოსპიტალი დაჭრილებით გადაივსო. მათი ევაკუაცია მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი გემებით მოახერხეს. რუსულ-უკრაინული (მაშინ შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი) დიდი სადესანტო ხომალდები მოადგნენ ადგილებს, რომლებსაც სოხუმში „მაჭარკას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ ეძახდნენ. თითოეული გემი 15 ათას კაცს იტევდა. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები და ბევრი სხვაც, ვინც იმ დღეებში სოხუმს ტოვებდა.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც მაშინ აფხაზეთში იმყოფებოდა, იხსენებს:

ბაბუშერის აეროპორტი ჩაკეტილი იყო და ალყაში ვიყავითსოხუმის დაცემის დღე იყო თუ მეორე დღეაღარ მახსოვსმაჭარკაში მდინარის პირას ჩავედით და ორი დიდი სამხედრო გემი მოადგა ნაპირსამ გემებიდან ორი ჯავშანტრანსპორტიორი გადმოვიდაჯარიც გადმოვიდა და დევნილების გაყვანაც დაიწყეს“.

როგორც ვაშლი ვაშლის ხიდან

ხალხი ბორბლებს ეჭიდებოდავერტმფრენზე მობობღავდა. 3-4 მეტრის სიმაღლეზე ავფრინდებოდითშემდეგ პილოტი ვერტმფრენს აჯანჯღარებდა და როგორც ვაშლები ცვივა ვაშლის ხიდანისე ცვიოდა ხალხი ვერტმფრენიდან“, – ასე იხსენებს აფხაზეთიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უკრაინელი ბორტმექანიკოსი ვოლოდიმირ გარკუშა დოკუმენტურ ფილმში „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“.

ეს ფილმი აფხაზეთში უკრაინულ მისიაზეა გადაღებული. სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზეთი 300 ათასამდე დევნილმა დატოვა. უმეტესი ნაწილი სვანეთის გზას დაადგა, საკენი-ჭუბერის უღელტეხილზე, ყინვასა და თოვლში 120 ათასამდე ადამიანი მიდიოდა, ასამდე დევნილი იმ გზაზე დაიღუპა. მაშინ დევნილების გამოსაყვანად უკრაინამ 17 ვერტმფრენი გამოგზავნა. პილოტები ჰყვებიან, რომ ვერტმფრენი მხოლოდ 24 ადამიანის წონაზე იყო გათვლილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 40 კაცს სვამდნენ და შემდეგ ლოცულობდნენ, აეროპორტამდე მიეღწიათ.

აფხაზეთის ომის შემდეგ
აფხაზეთის ომის შემდეგ

ფილმის „მშვიდობისმყოფლები სვანეთის მთებში“ ჩვენება 2019 წელს საქართველოშიც მოეწყო, პრემიერაზე მფრინავებიც ჩამოვიდნენ.

როცა უკიდურეს გასაჭირში ჩავარდნილი ქართველი ბავშვებიქალებიმოხუცები დავინახეთრომლებიც გარდაუვალი სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნიწამითაც არ დავფიქრებულვართრისკზე მივდიოდით და 24-ის ნაცვლადგაცილებით მეტს ვსვამდით შვეულმფრენშირადგან არ შეგვეძლოუმწეოგანადგურებული დევნილებიგასაყინად გაგვემეტებინა… და ბედნიერი ვარრომ ეს შევძელი“, – თქვა ჩვენების შემდეგ კაპიტანმა ოლეგ ტარჩევსკიმ.

1993 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა პილოტებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 300-მდე რეისი შეასრულეს. მათ სამშვიდობოს გაიყვანეს 8 ათასამდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომი – „ახლავე მოვდივარ

უფრო გვიან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც რუსეთის შემოჭრის შემდეგ ქვეყანა პარალიზებული იყო და დახმარებას ითხოვდა, პირველი, ვინც საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იყო.

„[მიშამსადილის შემდეგ დამირეკაჩვენ ყოველთვის დიდხანს ვლაპარაკობდით მიმდინარე მოვლენებზეახლა არც მომსალმებიამესმის რეზონანსული ხმაპირველი რეპლიკით შეიძლება იმსჯელო პრეზიდენტის მდგომარეობაზემის დამოკიდებულებაზეის ამბობს (ეს პირველი ფრაზაა): „ისინი მოდიან თბილისზე…“ ვეუბნები, „მიშადაიცადაიცარით შემიძლია დაგეხმარო?“, ის მპასუხობს: „ჩამოდი“, ვუთხარი: „ახლავე მოვდივარ“, – ჰყვება ვიქტორ იუშჩენკო თომა ჩაგელიშვილის ფილმში „აგვისტოს ომი“.

2008 წლის 12 აგვისტო
2008 წლის 12 აგვისტო

მალე ვიქტორ იუშჩენკო სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად თბილისში მრავალათასიან მიტინგზე იდგა და ხალხს მიმართავდა. ქვეყნების პირველი პირების დედაქალაქში ყოფნა გარანტია იყო, რომ სანამ ისინი იქ იყვნენ, რუსეთი თბილისს არ დაბომბავდა.

ძვირფასო ქართველო ეროჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთძალიან გვინდოდა აქ ყოფნაჩვენ ვიცოდითრომ დღეს აქ უნდა ვიყოთჩვენ დღეს აქ ვართრომ ვთქვათსაქართველო ჩვენი მეგობარიაქართველები ჩვენი მეგობრები არიანდღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთრომ თქვენ გაქვთ უფლება იყოთ თავისუფლებიჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრირომ ქართველგაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ… თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“… – თქვა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.

წყარო : რადიო თავისუფლება

მასალა მოამზადა :თეა თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0