რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი საკითხი გააქტიურა — რა მოხდება, თუ ბირთვული იარაღი აფეთქდება? ცხადია, ამან საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია და ყველამ დაიწყო იმ სამყაროზე ფიქრი, რომელშიც რუსეთი ატომურ ომს იწყებს. დასაწყისშივე გეტყვით, რომ ეს ისეთი “მარტივი” არ არის, როგორც ვფიქრობთ.
“ვფიქრობ, ამ ვითარებაში ბირთვული იარაღის გამოყენების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს. პუტინის განცხადება მხოლოდ ერთგვარი დასაშინებელი სიგნალია სხვა ქვეყნებისთვის”, — ამბობს ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი, მეთიუ ბანი. ამასთან, ყველა ქვეყანას ბირთვული იარაღის გამოყენების თავისი პოლიტიკა აქვს. მაგალითად, აშშ-ისთვის, მისი გააქტიურება მხოლოდ თავდაცვას მოიაზრებს — თუ სხვა სახელმწიფო დააპირებს იმავე გზით თავდასხმას.
რა არის ბირთვული იარაღი?
ბირთვული იარაღი ფეთქებადი მოწყობილობაა, რომელშიც ენერგიის წყაროს ბირთვული რეაქცია წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 1911 წელს ერნესტ რუთერფორდმა აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული, თავად ბირთვი კი პოზიტიურად არის დამუხტული და გარშემორტყმულია ნეგატიური ელექტრონებით. სწორედ ამ დებულებამ ჩაუყარა საფუძველი ატომური სტრუქტურის კვლევას. საბოლოოდ კი, ნილს ბორმა აღწერა ატომის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უარყოფითი ელექტრონები გარსში მდებარეობს პოზიტიური ბირთვით, ხოლო თვითონ ბირთვი პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგება.
საბოლოოდ, აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე მივდივართ, სადაც E= mc2 — ანუ, შესაძლებელია, მასა გადავაქციოთ ენერგიად. უშუალოდ ბომბის შექმნა კი მანჰეტენის პროექტს უკავშირდება, რაზეც სწორედ ალბერტ აინშტაინის წერილმა იქონია გავლენა. მის თანახმად, ატომური ჯაჭვის რეაქციის წარმოქმნა ურანიუმის მასის დიდი რაოდენობით იყო შესაძლებელი. ასე რომ, რუზველტმა პროექტის განვითარებას ხელი შეუწყო. 1945 წლის 16 ივნისს კი პირველი ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოში წარმატებით გამოცადეს.
ბირთვული აფეთქების “წესები”
ბირთვული იარაღის გამოცდა და შესაბამისი მახასიათებლების შემოწმება ბირთვული აფეთქების გზით ხდება. გარემოს დაცვის მიზნით, 1963 წელს საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის დიადო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კოსმოსში და წყლის ქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდა იკრძალება. 1973 წელს კი დამატებითი ხელშეკრულება დაიდო სსრ კავშირსა და აშშ-ის შორის, რაც მიწისქვეშა ბირთვული იარაღის გამოცდის შეზღუდვას ეხებოდა.
ატომური ბომბის გამოყენების შემთხვევები
გამოცდიდან მალევე, 1945 წლის 6 აგვისტოს, 8 საათსა და 15 წუთზე ჰიროსიმაში ბომბდამშენმა, სახელად Enola Gay ატომური ბომბი ჩამოაგდო. ეს ომში ატომური ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. განმეორებითი შემთხვევა კი 9 აგვისტოს ნაგასაკიში მოხდა.
მართალია, ამ ყველაფრის შედეგად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, როდესაც 2 სექტემბერს იაპონიამ მოკავშირეების წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, მაგრამ მიღებული ზიანი ძალიან შემაძრწუნებელი აღმოჩნდა.
გარდა იმისა, რომ ორ დაბომბვას, დაახლოებით, 215 000 ადამიანი მაშინვე ემსხვერპლა, ქალაქებში რადიაციის დონემ საგრძნობლად იმატა. შესაბამისად, მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში ატომური ბომბის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა…
ატომური ბომბი, როგორც თავდასხმისა და თავდაცვის საშუალება
ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია “უსაფრთხოების დილემის” შესახებ — თუ ერთი სახელმწიფო, რაიმე მექანიზმის შემუშავებით, სხვას საფრთხის შეგრძნებას უძლიერებს, მეორე სახელმწიფოც ზრუნავს მასზე მძლავრი იარაღის შექმნაზე. ეს ერთგვარი ჩაკეტილი წრეა.
სწორედ ამ უსაფრთხოების დილემამ განაპირობა ის, რომ აშშ-ისა და რუსეთის პარალელურად, ბირთვული იარაღის ფლობა სხვა ბევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა. მსოფლიოს ბირთვული იარაღის თითქმის 90 პროცენტი ამ ორ ქვეყანას ეკუთვნის. მათ შემდეგ მოდიან ჩინეთი და საფრანგეთი. ხოლო დღეისათვის დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდი ბირთვული იარაღის მფლობელია. ასევე, ბირთვული იარაღი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ისრაელი, პაკისტანი, ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა.
საყურადღებოა უკრაინის შემთხვევაც… როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე დიდი ატომური არსენალი დარჩა, უკრაინელებმა, შეთანხმების საფუძველზე, ამ იარაღზე უარი განაცხადეს. საინტერესოა, წლების წინ ქვეყანას უარი რომ არ ეთქვა, რამდენად დაიმუქრებოდა პუტინი.
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ატომურმა იარაღმა, შიშთან ერთად, უსაფრთხოების განცდაც დანერგა… მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსგავსი კონფლიქტი არ გვინახავს. რატომ? ალბათ, სწორედ იმ მიზეზით, რომ ვერავის შეაშინებ ისეთი მექანიზმით, რომელიც სხვასაც აქვს.
სხვა საკითხს წარმოადგენს ამ იარაღისგან დამცავი პროდუქტების შექმნა, რის მაგალითსაც უკვე გვთავაზობს აშშ, თავისი Boeing E-4B-ით. ახლა მთავარი აქცენტი იმაზე გადადის, თუ ვინ შეძლებს ერთი მეორისგან დაიცვას…
რამდენად ხანგრძლივი და კომპლექსური ეტაპებია საჭირო ატომური ბომბის გასაშვებად?
რა თქმა უნდა, ქვეყნის პრეზიდენტს საკმარისი ავტორიტეტი გააჩნია იმისთვის, რომ ატომური ბომბის აფეთქება მოითხოვოს… თუმცა ამას რამდენიმე კრიტიკული ეტაპი მოსდევს. პირველ რიგში, პრეზიდენტი მაღალ სამხედრო მრჩევლებს ხვდება. ჩვეულებრივ, შეხვედრა სიტუაციურ ოთახში იმართება. ხოლო თუ პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში იმყოფება, ზარი უსაფრთხო ხაზით იმართება და ბრძანება სპეციალური კოდით მოწმდება (რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული).
შემდეგ პრეზიდენტი იღებს “biscuit”-ს — ლამინირებულ ბარათს, რომელიც მას მუდამ თან დააქვს. ქუქი-ფაილს შესაბამისი პასუხი აქვს გამოწვევის კოდზე. შემდეგ პენტაგონი გადასცემს დაშიფრულ შეტყობინებას სარაკეტო ეკიპაჟებს. იგი მოიცავს ომის გეგმას,
“დალუქული ავტორიზაციის სისტემისა” (SAS) და რაკეტების გაშვების რეალურ კოდებს. შემდეგ საკეტის SAS კოდებს შეტყობინებაში შეტანილ SAS კოდებს ადარებენ.
წყალქვეშა ნავიდან გასროლისას კაპიტანი, მთავარი ოფიცერი და ორი სხვა ადასტურებს გაშვების ბრძანებას. შეკვეთის მიღებიდან თხუთმეტ წუთში რაკეტები სრულ მზადყოფნაშია.
მიწიდან სროლისას 50 რაკეტას აკონტროლებს 5 გამშვები ეკიპაჟი. თითოეული ეკიპაჟი “ხმას აძლევს” გაშვებას, კლავიშების ერთდროულად გადაბრუნებით. არსებობს ხუთი განსხვავებული გასაღები, მაგრამ რაკეტების გასაშვებად საჭიროა მხოლოდ ორი გადაბრუნება… საბოლოო დასტურს კი კვლავ პრეზიდენტის ბრძანება წარმოადგენს.
ავტორი: ქეთია ბელქანია
წყარო : marketer.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”