close
კვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში Covid-ის ახალი შტამი „დელტამიკრონი“ გამოვლინდა – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს ჟურნალისტებთან მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ ისაუბრა და მისი მახასიათებლები განმარტა.

„საქართველოში “ომიკრონის” ტალღა დაღმავალი გზით მიდის, ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა მცირდება. ხშირად მეკითხებიან – დასრულდა თუ არა პანდემია? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, რადგან კორონავირუსმა განახლების და ახალი შტამების გამოგდების უნარი ბევრჯერ გამოავლინა.

მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფზე დაყრდნობით გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ. ახალი შტამი სულ მცირე 17 ავადმყოფში დადასტურდა – აშშ-სა და ევროპაში, მათგან სამი შემთხვევა უშუალოდ საფრანგეთშია.

ეს შტამი უკვე დავიწყებული „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდს წარმოადგენს და პირობითად მას „დელტამიკრონი“ უწოდეს.

რამდენადაც დღეს შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ჯერჯერობით, ვერ საუბრობენ რამდენად გადამდები, მძიმე ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება ეს შტამი. მისი სტრუქტურა გაშიფრულია და მას აქვს „ომიკრონის“ სპაიკ ცილა ანუ ის ნაწილი, რომელიც გავრცელების სიჩქარეზეა პასუხისმგებელი; სტრუქტურული, ძირითადი ცილები კი მას „დელტასგან“ აქვს, ამიტომ სტრუქტურის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების სიჩქარე და „დელტა“ შტამით ინფიცირების მიმდინარეობის სიმძიმე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ სიმპტომატიკაზე საუბარი ჯერ არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0