close
ისტორიასაქართველო

ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა – ეკა ბეჟანიშვილის ახდენილი წინასწარმეტყველება

ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ყველაზე პატარა მსხვერპლი აღმოჩნდა.

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და თავისი სახელი და გვარი მთელ საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა.

ტიბაანელი 16 წლის, გოგონა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულ მიტინგებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.

როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.

ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია.

ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0