close
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა დააფიქსირა

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა გადაიღო, რაც ხანგრძლივი მუშაობის ნაწილია გალაქტიკური ევოლუციის შესასწავლში. ეს მიღწევა სიმბოლურად ემთხვევა ტელესკოპის 32-ე წლისთავს…

მათ ჰიქსონის კომპაქტურ ჯგუფ 40-ს (HCG) უწოდებენ და როგორც ცნობილია, ეს სისტემები დაახლოებით 1 მილიარდ წელში გაერთიანდება. HCG 40 ჩვენგან 300 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს და ისეთ მცირე ზომის რეგიონშია მოქცეული, რომლის დიამეტრიც ირმის ნახტომის ვარსკვლავური დისკოზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

„შესაძლოა, მსგავსი მჭიდრო ჯგუფები ადრეულ სამყაროში უფრო გავრცელებული ყოფილიყო, როცა მათი შემადგენელი უცხელესი მატერია მაღალენერგიულ შავ ხვრელებს, კვაზარებს, კვებავდა“, — განმარტავენ ასტრონომები.

მართალია, მეცნიერებმა ამ დრომდე 100-ზე მეტი კომპაქტური გალაქტიკის ჯგუფი აღმოაჩინეს, მაგრამ ჰაბლის გუნდის თანახმად, HGC კონფიგურაცია საკმაოდ უნიკალურია… ამას კი ის განაპირობებს, რომ გალაქტიკები უფრო დიდი გროვის ნაწილს არ წარმოადგენს, რაც მათ ასტრონომებისთვის საინტერესო სამიზნედ აქცევს. როგორ გაჩნდა ეს კონფიგურაცია, ჯერ კიდევ დებატების საგანია.

„მათი ასეთი განლაგების სავარაუდო ახსნა დიდი რაოდენობით ბნელი მატერიაა, მატერიის უცნობი და უხილავი ფორმა. ამ ობიექტების ერთმანეთთან მიახლოებისას, ის უზარმაზარ ღრუბელს წარმოქმნის, რომელშიც გალაქტიკები მოძრაობს. ბნელ მატერიაში მათი გავლისას, წინააღმდეგობა იქმნება. ეს გალაქტიკების გადაადგილებას ანელებს და მათ ენერგიას უკარგავს. საბოლოოდ კი შერწყმის პროცესი იწყება“, — ამბობენ მეცნიერები.

გალაქტიკების ახლომდებარე ჯგუფების შესწავლა ასტრონომებს ეხმარება გაარკვიონ, როდის და სად წარმოიქმნა გალაქტიკები და რისგან შედგება ისინი.

წყარო : marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0