close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს პროექტი „მტრულ“ უცხოპლანეტელებს მოიზიდავს — მეცნიერების შიში

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ზოგიერთი მეცნიერის მიზანს არამიწიერ ცივილიზაციებთან დაკავშირება წარმოადგენს… რა თქმა უნდა, საერთოდ თუ არსებობენ ისინი.

მაგალითად, გასულ თვეში NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ჯგუფმა განახლებული მემორანდუმის შესახებ გამოაქვეყნა იდეები. საქმე ეხება პოტენციური უცხოპლანეტელებისთვის ბინარული კოდის გზავნილის გადაცემას, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკის ფარგლებში უნდა გავრცელდეს.

რა თქმა უნდა, ყველას არ ხიბლავს ეს იდეა და ჩვენი გალაქტიკური მდებარეობის გაცემის აზრი. ზოგიერთი ექსპერტი მას უკიდურესად სარისკო ნაბიჯადაც კი აღიქვამს. ანდერს სენდბერგმა, ოქსფორდის კაცობრიობის მომავლის ინსტიტუტის (FHI) უფროსმა თანამშრომელმა, ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ს განუცხადა, რომ„შეტყობინების გაგზავნას ძალიან ძლიერი გავლენა აქვს და ეს ყველაფერი საკმაოდ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“. მისი თქმით, ეს გზავნილი უცხოპლანეტელებისთვის ერთგვარი მოსაწვევივით იქცევა — თითქოს, მათ ვეუბნებით: „ნეტავ აქ იყოთ“.

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სენდბერგი და მისი კოლეგები საჯარო დისკუსიებს ითხოვენ, ვიდრე ნებისმიერ არამიწიერ ცივილიზაციას მიაწვდენენ ხმას… „მართალია, ეს საფრთხეები მცირეა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის კარგად კონტროლირებადი. მთავარი საკითხი მშვიდობიანი და მტრული ცივილიზაციების თანაფარდობაა“, —წერს ტობი ორდი, წიგნში The Precipice. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ უარყოფითი მხარეები შეიძლება ბევრად მეტი იყოს, ვიდრე უპირატესობები, ცუდი იდეაა აქტიური კონტაქტის მცდელობები.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0