close
კვლევები

ადამიანის „მეექვსე გრძნობა“, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის

ადამიანების უმეტესობისთვის ცნობილია ხუთი გრძნობა : შეხება, მხედველობა, სმენა, ყნოსვა და გემო, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი გრძნობა, რომელსაც ეწოდება ინტეროცეპცია.
ეს არის ჩვენი სხეულის შინაგანი მდგომარეობის შეგრძნება, რომელიც გვეხმარება ვიგრძნოთ და განვმარტოთ შინაგანი სიგნალები, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ორგანიზმში სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, სხეულის ტემპერატურა და გულისცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეექვსე გრძნობას დიდ ყურადღება არ ვაქცევთ, ის ძალიან მნიშვნელოვანი გრძნობაა, ვინაიდან სხეულის ყველა სისტემის ოპტიმალურად მუშაობას უზრუნველყოფს. ინტეროცეპცია გვაფრთხილებს, როდესაც ჩვენი სხეული არაბალანსირებულია, მაგალითად, გვაიძულებს მივიღოთ სასმელი, როდესაც გვწყურია, ან გავიხადოთ ზედმეტი ტანსაცმელი, როცა ძალიან ცხელა.
ინტეროცეპცია ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უწყობს ბევრ ფსიქოლოგიურ პროცესს- მათ შორის გადაწყვეტილების მიღებას, სოციალურ შესაძლებლობებსა და ემოციურ კეთილდღეობას.
დარღვეული ინტეროცეპცია ფიქსირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის, მათ შორის დეპრესიის, შფოთვისა და კვების დარღვევების დროს. ამან შესაძლოა ახსნას ისიც,  თუ რატომ აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ძილის დარღვევა ან დაღლილობა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტეროცეპცია მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, განსხვავდებიან თუ არა ქალები და მამაკაცები სხეულის შინაგანი სიგნალების სიზუსტით.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
 
წყარო :sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0