close
კვლევები

ასტრონავტებში ანემია შეიძლება კოსმოსური მისიებისთვის გამოწვევად იქცეს

ადამიანებისთვის შემდეგი „გიგანტური ნახტომი“ შეიძლება მარსზე მოგზაურობა იყოს, მაგრამ მოგზაურობისთვის საკმარისი ჟანგბადის შემცველი სისხლის წითელი უჯრედების არსებობა შესაძლოა გამოწვევას წარმოადგენდეს ამ მიზნის მისაღწევად.
მეცნიერები ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, კოსმოსში ხანმოკლე მოგზაურობის მიზნით გაემგზავრონ შესაძლოა, სახლში დარჩენა მოუწიოთ, თუ ისინი ანემიის რისკის ქვეშ დგანან.
ცნობილია, რომ ასტრონავტები განიცდიან კოსმოსურ ანემიას, მაგრამ აქამდე ითვლებოდა, რომ ეს დროებითია. ნასა-ს ერთ-ერთმა კვლევამ მას 15-დღიანი დაავადება უწოდა.
ოტავას უნივერსიტეტის დოქტორი, გაი ტრუდელი აცხადებს, რომ კოსმოსში ყოფნის დროს ორგანიზმში უფრო მეტი სისხლის უჯრედი ნადგურდება, ვიდრე წარმოიქმნება.
ჩვეულებრივ, ორგანიზმის ანადგურებს და ანაცვლებს 2 მილიონ წითელ უჯრედს წამში. ტრუდელის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ასტრონავტების ორგანიზმი, ექვსთვიანი მისიის დროს, წამში სისხლის 3 მილიონ წითელ უჯრედს ანადგურებს. „გვეგონა, რომ ვიცოდით კოსმოსური ანემიის შესახებ და თურმე ეს ასე არ ყოფილა“, – აღნიშნა ტრუდელმა. კვლევამ აჩვენა, რომ ასტრონავტების ორგანიზმში წარმოიქმნა დამატებითი
წითელი უჯრედები განადგურებული უჯრედების კომპენსაციის მიზნით. მაგრამ, ტრუდელმა დასვა კითხვა : რამდენ ხანს შეუძლია ორგანიზმს მუდმივად 50%-ით მეტი წითელი უჯრედების გამომუშავება? ნასა-ს შეფასებით, მარსზე ორმხრივი მისიას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება.
„თუ მარსისკენ მიმავალ გზაზე ხართ და ვერ ახერხებთ მთელი ამ დამატებითი სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებას, შეიძლება სერიოზული პრობლემები შეგექმნათ“, – აღნიშნა ტრუდელმა.
მისი განმარტებით, კოსმოსში ყოფნისას, როდესაც სხეული უწონობის მდგომარეობაშია, სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ დედამიწაზე და პოტენციურად სხვა პლანეტებზე

დაშვების შემდეგ, ანემიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ასტრონავტების ენერგიაზე, გამძლეობასა და ძალაზე.
Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დედამიწაზე დაბრუნებიდან ერთი წლის შემდეგ, ასტრონავტების სისხლის წითელი უჯრედები ფრენის წინა დონეს სრულად არ დაბრუნებია. ტრუდელის გუნდი პრობლემის გადაჭრის გზებს სწავლობს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0