მსოფლიოს სახელმწიფოთა ნაწილს კიდევ ერთ საშიშ ვირუსთან უწევს გამკლავება. 5 მაისის მონაცემებით, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი იკვლევს ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის 109 შემთხვევას. დაავადებულ პირთა 90%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, 14-ს იმდენად მძიმე ფორმა ჰქონდა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, 5 კი გარდაიცვალა.
მსოფლიოში მწვავე ჰეპატიტის ვირუსის 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 11 ბავშვი გარდაიცვალა. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ვირუსმა 25 ქვეყანა მოიცვა, თუმცა შემთხვევათა უმეტესობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ფიქსირდება. ჰეპატიტი 1 თვიდან 16 წლის ასაკის ბავშვებში ვრცელდება. ძირითადი სიმპტომებია: სიყვითლე, დიარეა, მუცლის მწვავე ტკივილი, უმადობა, გულის რევის შეგრძნება და ღვიძლის ანთება. საქართველოში მწვავე ჰეპატიტის ვირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება.
ახალი ჰეპატიტის შესახებ პირველად ცნობილი 15 აპრილს გახდა დიდ ბრიტანეთში. ექიმები ეჭვობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება კოვიდ ვირუსი იყოს, რადგან დაავადებულთა უმეტესობას გადატანილი აქვს კოვიდი და მათი დიდი ნაწილი აცრილი არ ყოფილა. თუმცა, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. გამომწვევი ფაქტორები, გადაცემის გზები, ვირუსის სიმძიმის წინაპირობები, ამ ყველაფრის შესახებ ცნობილი არაფერია.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“