close
კვლევები

ექიმები გენის რედაქტირების მეთოდს ქოლესტერინის შესამცირებლად გამოიყენებენ

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის Verve Therapeutics-ის მკვლევართა ჯგუფმა ცოცხალ პაციენტს ღვიძლში გენის რედაქტირების შრატი გაუკეთა, რათა ქოლესტერინი შეემცირებინა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან, მსგავსად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და გულის შეტევებისგან მილიონობით ადამიანს გადაარჩენენ.

კლინიკური ცდები ახალ ზელანდიელ პაციენტთან დაიწყეს და მას VERVE-101-ის ინიექცია შეუყვანეს. მანამდე კი კვლევები მაიმუნებზე ჩაატარეს, შედეგები კი საკმაოდ იმედისმომცემი იყო… ახლა კი გვეუბნებიან, რომ ამგვარად „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებას შეძლებენ, რომელთა გადაჭარბებული რაოდენობის შემთხვევაში ჩვენი არტერიებიც კი შეიძლება გადაიკეტოს…

ამ ეტაპამდე კი ქოლესტერინის მხოლოდ ნაწილს სპეციალური დიეტების, ვარჯიშისა და მედიკამენტების საშუალებით ამცირებდნენ. თუმცა ბევრი წამალი ძალიან ძვირიც იყო…

„VERVE-101 პირველი კლასის გენის რედაქტირების წამალია, რომელიც ღვიძლის დნმ-ში ერთი ცვლილებით შევქმენით, რათა დაავადების გამომწვევი გენის გამორთვა მუდმივად მოვახერხოთ და თუ ეს გაამართლებს, გულის შეტევები პრობლემა აღარ იქნება, — აცხადებს სეკარ კატირესანი, გენის მკვლევარი.

საინტერესოა ისიც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანებში „ბაზის რედაქტირების“ ტექნიკა გამოიყენეს. ამ ტექნოლოგიას დრამატული შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად ხშირია მოსახლეობაში მაღალი ქოლესტერინის დონე…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0