close
მედიცინამსოფლიო

აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც კიბოს ყველაზე რთულ ფორმასაც კურნავს

გასულ კვირას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულმა წამალმა სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი განკურნა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულარომელმაც შესაძლოა მოკლას კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმებიც კი.

ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, წარმატებით კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს – მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ჯანსაღი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

საგულისხმოა, რომ აჰნიმ აქამდე მცირე მოლეკულებზე მუშაობით, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებს, პოტენციური თერაპიული ნაერთები შეიმუშავა მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. ამჟამინდელ კვლევაში კი მან და კოლეგებმა აჰნის მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი გამოცადეს, სახელწოდებით ERX-41. ნაერთი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე ზემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ის ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. ის სამმაგად უარყოფით, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებს კლავს“, – განმარტა მკვლევარმა.

მართლაც, მკვლევართა ჯგუფმა მოლეკულა ჯანმრთელ თაგვებზეც გამოცადეს და მათ ორგანიზმში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ხოლო დაავადებულ ორგანიზმში ნაერთის მოხვედრის შემდეგ კიბოს უჯრედები ნელ-ნელა იწყებს დაპატარავებას, საბოლოოდ კი ქრება. ამასთან, ERX-41 ეფექტურია პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოს წინააღმდეგაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ტვინის კიბოზე.

კლინიკური კვლევები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, რაც ახალი ეფექტური მკურნალობის იმედს იძლევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0