სომხეთის განათლების მინისტრის, ვაგრამ დუმანიანის თქმით, სომხეთი მზად არის, სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
„ჩვენ წელს ზოგიერთ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლების პროცესის დასაწყებად მზად ვართ“, – განაცხადა ვაგრამ დუმანიანმა.
მისივე თქმით, ქართული ენის შესწავლა ნებაყოფლობითი იქნება.
„საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოსთან მოსაზღვრე რეგიონების სკოლებზე“, – განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: