close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ორგანული მასალა აღმოაჩინა

NASA-ს მარსმავალის მეცნიერების განცხადებით, Perseverance-მა წითელი პლანეტის დამშრალი უძველესი მდინარის დელტაში ორგანული ქანების რამდენიმე ნიმუში შეაგროვა.
ეს ნიმუშები მომავალი მისიისთვის შეინახეს, რომლის მიზანი პლანეტაზე ნიმუშების შეგროვება და დედამიწაზე ჩამოტანაა.
„ქანებს, რომლებსაც ჩვენ დელტაში ვიკვლევდით, ორგანული ნივთიერებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს, რაც კი, ჯერჯერობოთ მისიის დროს მოვიპოვეთ”, – აღნიშნა Perseverance-ის პროექტის მეცნიერმა კენ ფარლიმ.
მისი განმარტებით, ორგანული მოლეკულები სიცოცხლის საშენი ბლოკია და შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, რომ მოიპოვეს ის ქანები, რომლებიც ორგანულ მასალათა შემცველ ტბაში, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოში დაილექა.
ადგილი, სადაც Perseverance-ი ამჟამად იმყოფება, დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი დელტაა, სადაც მარსული მდინარე ტბას უერთდებოდა.
Perseverance ამჟამად იკვლევს დელტას დანალექ ქანებს, რომლებიც წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხვადასხვა ზომის ნაწილაკები ოდესღაც წყლიან გარემოში დაილექა. პირველი სამეცნიერო კამპანიის დროს კი მარსმავალმა გამოიკვლია კრატერის ფსკერი და აღმოაჩინა ვულკანური ქანები, რომლებიც წარმოიქმნება ღრმა მიწისქვეშა მაგმისგან ან ზედაპირზე ვულკანური აქტივობის შედეგად.
NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) მარსის მასალის პირველი ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნების გზების დაგეგმვის დეტალური შესწავლის მიზნით თანამშრომლობენ. ამ დროისთვის, გეგმა ითვალისწინებს Sample Return Lander-ის ეზეროს კრატერში დაჯდომა და რაკეტის ჩატანაა, რომელშიც Perseverance-ის მიერ აღებული და შენახული ნიმუშები უნდა ჩატვირთონ.

წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0